Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტეს და ინტერის დირექტორებს შორის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ანტონიო კონტე და ინტერის ხელმძღვანელობა ერთმანეთს რამდენიმე წუთის წინ, სავარჯიშო სესიების პაუზის დროს შეხვდნენ.

ინტერმა 2021 წლის პირველი მატჩისთვის მოსამზადებელი ვარჯიში დღეს განაახლა. ნერაძური 3 იანვარს კროტონეს დაუპირისპირდება.

გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრის დრო რამდენიმე სახლმა გაიჟღერა და ანტონიო კონტეს იმედი აქვს, რომ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდი ერთ ნახევარმცველს და ერთ ფორვარდს გაიფორმებს.

ასევე მხარეები შეთანხმდნენ, რომ კრისტიან ერიქსენის გუნდში დარჩენას აზრი აღარ აქვს და მისი გაყიდვის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს. დიდი ალბათობით, დანიელი ფეხბურთელი კარიერას პსჟ-ში განაგრძობს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ჩართავს თუ არა ფრანგული გუნდი ტრანსფერში პარედესს, თუ ინტერის მოთხოვნილ 30 მილიონ ევროს გადაიხდის.