Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტეს ექს-ასისტენტი:“ ანტონიო ნამდვილი ინტერისტაა“

ანტონიო კონტეს ყოფილმა ასისტენტმა ანჟელო ალესიომ, რომელთან ერთადაც ანტონიო იუვენტუსში და ჩელსიში მუშაობდა, იტალიელი სპეციალისტის შესახებ ისაუბრა.

„ანტონიო კონტე შესანიშნავი პროფესიონალია და შეიძლება ითქვას, რომ ახლა მთელუ გულით ინტერისტაა.

„მისი ისტორია ყველაფერზე თავად საუბრობს, როდესაც კონტე ამა თუ იმ გუნდში მიდის, ის ამ კლუბის უდიდესი გულშემატკივარი ხდება.

„კონტესა და ინტერის სამყაროს შორის იდეალური ქიმია და ურთიერთობა ჩამოყალიბდა და ფაქტი, რომ გუნდი ძალიან მალე სკუდეტოს გაიფორმებს, ამას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

„დატოვებს თუ არა კონტე ინტერს ? ყველაფერი შედეგებზეა დამოკიდებული, მაგრამ ინტერს კარგი პროექტი აქვს და გუნდი სტაბილურად ვითარდება, ამიტომ ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ უნდა წავიდეს ანტონიო გუნდიდან.“