კონტეს ვიდალის გაფორმების იმედი კიდევ აქვს

ესპანური მედიის მტკიცებით,არტურო ვიდალი ინტერის სატრანსფერო სიიდან არ გამქრალა და ანტონიო კონტე მისი გაფორმების იმედს არ კარგავს.

ჩილელი ნახევარმცველის კონტრაქტი ბარსელონასთან მომავალი სეზონის ბოლოს იწურება,თუმცა ჩილელი გუნდის დატოვების წინააღმდეგი არ არის და მზად არის,ყველა წინადადება განიხილოს.

მედიის ცნობით,ვიდალი ანტონიო კონტეს გუნდში დიდი სიამოვნებით ითამაშებდა.ჩილელი ფეხბურთელი კონტესთან ერთად იუვენტუსში უკვე მუშაობდა და სწორედ იმ პერიოდში გაითქვა სახელი.

ბარსელონამ არტურო ვიდალის ჩართვა ლაუტარო მარტინესის ტრანსფერში შესთავაზა,თუმცა ინტერი ამის განხილვასაც არ აპირებს და მარტინესის გაშვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს,თუ რომელიმე დაინტერესებული გუნდი მის გამოსასყიდ 111 მილიონ ევროს გადაიხდის.

Leave a Reply

Your email address will not be published.