Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტეს ვიდალი ამჯერად ტოტენჰემში სურს ?

სამხრეთ ამერიკული წყაროების ინფორმაციით, ანტონიო კონტეს ინტერის ნახევარმცველის არტურო ვიდალის ხილვა ამჯერად ტოტენჰემში სურს.

კონტემ და ვიდალმა პირველად ერთად იუვენტუსში იმუშავეს, რის შემდეგაც არტურო ჯერ ბაიერნის, შემდეგ კი ბარსელონას ფეხბურთელი იყო, თუმცა თავისუფალი აგენტის სტატუსით ის კონტეს მოთხოვნით ინტერში, 2020 წლის სექტემბერში აღმოჩნდა.

ჩილეური გამოცემა La Tercera-ს ინფორმაციით, კონტესა და ვიდალს შორის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით საუბარი უკვე შედგა და მისი უფასოდ გაშვების წინააღმდეგი იანვარში არც ინტერი იქნება.

ვიდალს მიმდინარე კონტრაქტი ნერაძურისთან სეზონის ბოლოს ეწურება, მისი ზამთარში გაშვება კი გუნდს დაახლოებით 5 მილიონ ევროს დააზოგინებს.