Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტეს ინგლისური გრანდი ეპატიჟება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ანტონიო კონტე მომდევნო სეზონში შესაძლოა ინგლისში დაბრუნდეს.

SportMediaset-ის ცნობით, ტოტენჰემი ჟოზე მოურინიოს შემცვლელს ეძებს და მათი ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი სწორედ იტალიელი სპეციალისტია.

წყაროს ინფორამციით, ანტონიო კონტე, რომელსაც ინტერთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება, სტივენ ჟანგისგან გარანტიებს ითხოვს, რომ გუნდი ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად მნიშვნელოვან ფეხბურთელებს არ გაყიდის და ზაფხულში შემადგენლობის გასაძლიერებლად თანხას გამოყოფს, წინააღმდეგ შემთხვევაში ინტერის დატოვებას არ გამორიცხავს.