Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტეს ინტერიდან გაშვება არ განიხილება

ანტონიო კონტეს ინტერის თავკაცის ამპლუაში ყველაზე რთული პერიოდი უდგას, თუმცა Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ნერაძურის ხელმძღვანელობა მის გაშვებას არც კი განიხილავს.

ინტერი სერია ა-ში 15 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება, ჩემპიონთა ლიგაზე კი 2 ქულა აქვს და ჯგუფის ბოლო პოზიციას იკავებს, მაგრამ წყაროს მტკიცებით გუნდის ხელმძღვანელობას კონტეს იმედი კვლავ აქვს და მის გაშვებას უახლოეს პერიოდში არ გეგმავს.

ანტონიო კონტემ ინტერს 65 მატჩში უთავკაცა, 36-ჯერ მოიგო, 17 ფრედ დაასრულა, 12-ჯერ კი დამარცხდა.