Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტეს ინტერიდან წასვლა გამორიცხული არ არის

ინტერი ისტორიაში მე-19 სკუდეტოს მოპოვებასთან ძალიან ახლოს არის, თუმცა ამის მიუხედავად ანტონიო კონტეს გუნდიდან წასვლა გამორიცხული არ არის.

Calciomercato-ს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში მილანში ნერაძურის პრეზიდენტი სტივენ ჟანგი დაბრუნდება და იტალიელ სპეციალისტთან შეხვედრას გამართავს.

წყაროს ინფორმაციით, კონტე მომდევნო სეზონის წინ გარანტიებს ითხოვს, რომ ფინანსური კრიზისის მიუხედავად, ინტერი ფეხბურთელებს არ გაყიდის. ამის გარდა, კონტეს აინტერესებს, დარჩება თუ არა გუნდის მფლობელად Suning-ი და გაგრძელდება თუ არა პროექტი, რომელიც მან გუნდთან ერთად 2 წლის წინ დაიწყო.