Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტეს ინტერში დარჩენა დიდი ხნით სურს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ანტონიო კონტეს მიმდინარე სეზონში სკუდეტოს მოგება და სერია ა-ში დიდხნიანი დომინაციის დაწყება სურს.

ნერაძური სერია ა-ს სატურნირო ცხრილს ლიდერობს და უახლოეს მდევართან 6-ქულიანი უპირატესობა აქვს, თუმცა Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, სკუდეტოს მოპოვება იტალიელი სპეციალისტისთვის არა ფინიში, არამედ დასაწყისი იქნება.

კონტეს კონტრაქტი ინტერთან 2022 წელს იწურება და გუნდში არსებული რთული ფინანსური პერიოდის გამო ჯერჯერობით მის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები არ არსებობს, მაგრამ წყაროს ცნობით, იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნება მომავალი სეზონიდან გუნდის მფლობელი, კონტეს ინტერში დარჩენა სურს.