Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტეს ინტერში დარჩენა სურს, თუმცა Suning-ისგან გარანტიებს ითხოვს

იტალიური მედიის ინფორმაციით, სტივენ ჟანგსა და ერთ-ერთ ამერიკულ საინვესტიციო კომპანიას შორის მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია, რის შემდეგაც ნერაძური 250 მილიონი ევროს სახით სესხს მიიღებს და დაგროვილ დავალიანებებს გადაიხდის, რის შემდეგაც გუნდის პრეზიდენტი ანტონიო კონტეს შეხვდება, რის შემდეგაც იტალიელი სპეციალისტის მომავალი საბოლოოდ გაირკვევა.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ანტონიო კონტეს ინტერში დარჩენა სურს, მაგრამ ის გუნდის პრეზიდენტისგან გარანტიებს ითხოვს, რომ 2 წლის წინ დაწყებული პროექტი კვლავ ძალაშია და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ნერაძური მნიშვნელოვან ფეხბურთელებს არ გაყიდის და პრობლემური პოზიციების გაძლიერებასაც მოახერხებს.

წყაროს ინფორმაციით, მხარეები ერთმანეთს მიმდინარე კვირის ბოლომდე შეხვდებიან, რის შემდეგაც გუნდი ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს…