Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტეს ინტერში დარჩენის საკითხი ტონალის მომავალს ვერ შეცვლის

ანტონიო კონტეს მომავალი ინტერში ჯერჯერობით ბურუსით არის მოცული. გუნდის პრეზიდენტი, მაროტა და კონტე ერთმანეთს ხუთშაბათს შეხვდებიან და ყველაფერი იქ გდაწყდება, თუმცა ერთი რამ უცვლელი რჩება, ინტერს ტონალის გაფორმება სურს.

Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, ინტერმა და ბრეშამ ყველაფერი შეათანხმა. ახალგაზრდა იტალიელი ინტერს იჯარის წესით შეუერთდება და ნერაძურის მისი გამოსყიდვის ვალდებულება 35 მილიონ ევროდ დაეკისრება.

20 წლის ფეხბურთელი ნერაძურისთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი ანაზღაურება წელიწადში 3.5 მილიონი ევრო იქნება.

Leave a Reply

Your email address will not be published.