Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტეს მთავარი სატრანსფერო მოთხოვნები ცნობილია…

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, სეზონის ბოლოს ანტონიო კონტე და ინტერის ხელმძღვანელობა გადამწყვეტ შეხვედრას გამართავენ, სადაც იტალიელი სპეციალისტის გუნდში დარჩენის საკითხი გაირკვევა.

წყაროს ინფორამციით, ანტონიო კონტე გუნდის ხელმძღვანელობისგან გარანტიებს ითხოვს, რომ შემადგენლობას ლიდერები არ დატოვებენ და ამის გარდა, მას რამდენიმე პოზიციის გაძლიერება სურს.

წყაროს ცნობით, ერთ-ერთი პრიორიტეტული ტრანსფერი კონტესთვის სამირ ჰანდანოვიჩის შემცვლელი იქნება, რომელმაც როგორც კარგი, ასევე საკმაოდ ცუდი მატჩები ჩაატარა და ის ასაკის გამო სტაბილურად თამაშს ვეღარ ახერხებს.

კონტეს ჰანდანოვიჩის შემცვლელად უდინეზეს კარის დარაჯის ხუან მუსოს გაფორმება სურს, თუმცა მის გარდა ნერაძური მარკო სილვესტრისაც განიხილავს.

კიპერის გარდა, კონტე მარცხენა გარემარბის გაფორმებასაც ითხოვს და ამ პოზიციაზე გუნდი მარკოს ალონსოს, ემერსონ პალმიერის და ფილიპ კოსტიჩის ვარიატნებს განიხილავს.

კონტეს ასევე სურს ლუკაკუს დამხმარე ფორვარდის გაფორმება და ამ პოზიციაზე მთავარი ვარიანტი ედინ ჯეკოა, რომელმაც შესაძლოა რომასთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტოს და ინტერს მისი გაფორმება უფასოდ შეეძლება.