Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტეს პერიშიჩის ტოტენჰემში ხილვა სურს

იტალიური წყაროების ინფორმაციით, ანტონიო კონტეს ინტერის ვინგერის ივან პერიშიჩის ტოტენჰემის რიგებში ხილვა სურს და ინგლისელები მის აგენტთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ.

პერიშიჩს ინტერთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება ვერ ხერხდება, ამიტომ ალბათობა იმისა, რომ ის სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება, საკმაოდ დიდია.

Calciomercato-ს ცნობით, ინგლისელები ხორვატ ფეხბურთელს ინტერზე უკეთეს პირობებს სთავაზობენ და ინტერის დატოვების შემთხვევაში, პერიშიჩი დიდი ალბათობით სწორედ მათ რიგებს შეუერთდება.