Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტეს ტონალიზე მეტად არტურო ვიდალი სურს

Tuttosport-ის მტკიცებით,ანტონიო კონტეს არტურო ვიდალის გუნდში მიყვანა სანდრო ტონალიზე მეტად სურს.

იტალიელი სპეციალისტი ვიდალთან ერთად იუვენტუსში უკვე მუშაობდა და მისი აზრით,ნერაძურის სწორედ მისნაირი ფეხბურთელი აკლია.ინტერის ხელმძღვანელობას კი ზედმეტი ფულის დახარჯვა არ უნდა და რაჯა ნაინგოლანის გუნდში დაბრუნებას გეგმავს,რომელიც კალიარიშია განათხოვრებული.

გამოცემის თქმით,ანტონიო კონტე სანდრო ტონალის ტალანტის დიდი გულშემატკივარია,თუმცა გრძნობს,რომ მისნაირი ფეხბურთელები სტეფანო სენსისა და ნიკოლო ბარელას სახით უკვე ჰყავს,არტურო ვიდალი კი გუნდში გამოცდილებას მიიტანს.

ბარსელონამ უკვე სცადა არტურო ვიდალი ლაუტარო მარტინესის ტრანსფერში ჩაერთო და შესაძლოა ინტერმა ამ წინადადებაზე თანხმობა განაცხადოს.

Leave a Reply

Your email address will not be published.