Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტეს ტოტენჰემში ინსინიეს ხილვა სურს

მოლაპარაკებები ლორენცო ინსინიესა და ნაპოლის შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე უკვე დიდი ხანია ჩიხში შევიდა და რაც დრო გადის, იტალიელი ფეხბურთელის წასვლა გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით უფრო რეალური ხდება.

ლორენცო ინსინიეს სახელი ბოლო პერიოდში არაერთ ევროპულ და ამერიკულ გუნდს დაუკავშირეს, მაგრამ მათ შორის ყველაზე მეტ ინტერესს ტოტენჰემი და პირადად ანტონიო კონტე იჩენს.

Repubblica-ს ინფორმაციით, ტოტენჰემი მზად არის ინსინიეს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს და წლიური გასამრჯელოს სახით 6-6.5 მილიონი გადაუხადოს, რაც ნაპოლის შეთავაზებულ ხელფასზე 2-ჯერ მეტია…