Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტეს ქცევა მისი ინტერიდან წასვლისკენ მიანიშნებს ?

ანტონიო კონტე უკვე ერთი კვირაა, რაც არც პრეს-კონფერენციებს ესწრება და არც რომელიმე სპორტული გამოცემის კითხვებს პასუხოვს, რაც მისი ინტერიდან შესაძლო წასვლის შესახებ ხმებს უფრო რეალურს ხდის.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერის ფინანსური კრიზისი იმაზე მძიმეა, ვიდრე ამაზე ნერაძურის დირექტორები საუბრობენ. სხვადასხვა წყაროს ცნობით, Suning-ი მარტის დასაწყისში გუნდის გაყიდვას აპირებდა, თუმცა Super League-ს პროექტის დაანონსების შემდეგ მათ იმედი გაუჩნდათ, რომ გუნდის დავალიანების გადახდას ამ პრიექტიდან მიღებული თანხით მოახერხებდნენ.

ახლა, როდესაც სუპერ ლიგა ოფიციალურად ჩაიშალა, ნერაძურის ფინანსური სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა, რადგან გუნდს სახელფასო და სატრანსფერო დავალიანებები დაუგროვდა და მათ გადასახდელად დრო ეწურება.

მოარული ხმებით, ანტონიო კონტე და სტივენ ჟანგი ერთმანეთს იუვენტუსთან მატჩის შემდეგ შეხვდებიან და თუ იტალიელი სპეციალისტი გარანტიებს არ მიიღებს, რომ ნერაძურის ამბიციური პროექტი გაგრძელდება და გუნდი შესაბამის ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს, კონტე გუნდს დატოვებს…