კონტე:“ჩემი ფეხბურთელების მწამს”

პარმასთან გამარჯვების შემდეგ,ინტერი მოედანს დღეს, 21:30 საათზე დაუბრუნდება და მისი მოწინააღმდეგე სანდრო ტონალი და მისი ბრეშა იქნებიან.თამაშის წინ ანტონიო კონტემ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ბრეშასთან თამაშისთვის მოსამზადებლად დრო თითქმის არ გვქონია,თუმცა ჩვენ ჩვენი მიზანი ზუსტად ვიცით – ვითამაშოთ მაღალი დონის ფეხბურთი და მოვიპოვოთ 3 ქულა.

„პარმა არაჩვეულებრივ ფორმაშია და ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს,თუმცა ინტერმა თავისი გამარჯვებულის მენტალიტეტი ყველას დაანახა და მეტოქის დამარცხება მოახერხა.ჩვენ გოლი ძალიან უწყინარ სიტუაციაში გავუშვით,რომლის თავიდან არიდებაც შეიძლებოდა,თუმცა თამაშში დავრჩით,ბოლომდე ვიბრძოლეთ და დამსახურებული ქულები ავიღეთ.

„გუნდში 16 ფეხბურთელი გვყავს,რომელმაც მიმდინარე სეზონში გოლის გატანა მოახერხა,რაც გუნდურ თამაშზე მეტყველებს.ჩვენ განვითარებას და დაუღალავ შრომას გავაგრძელებთ და ყველა თამაშისთვის მზად ვიქნებით.

„ასეთ ტემპერატურაში,ასეთი დატვირთული გრაფიკის ფონზე,ფეხბურთელების ენერგია ნელ-ნელა ეცემა,განსაკუთრებით ეს თამაშის ბოლო წუთებზე შეგიძლიათ ნახოთ.5 ცვლილება ძალიან გვეხმარება,რომ ფეხბურთელებს მცირეოდენი ენერგია მაინც შევუნარჩუნოთ და ტრავმების ალბათობა მინიმუმამდე დავიყვანოთ.

„დარწმუნებული ვარ,რომ დღეს ბრეშა მოედანზე ქულების ასაღებად გამოვა,თუმცა ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ და ჩემი ბიჭების მწამს,რომ 100 პროცენტით დაიხარჯებიან.ბრეშას ფეხბურთელები გადასარჩენად იბრძვიან და ასეთი მეთოქე ყოველთვის ძალიან საშიშია.“

Leave a Reply

Your email address will not be published.