კონტე:“ჯერ დასრულებული არაფერია“

Coppa Italia-ს ნახევარფინალიდან გამოვარდნის შემდეგ,ინტერი სამპდორიას წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისთვის ემზადება,რომელიც ხვალ 23:45 საათზე გაიმართება.

„ჩვენ თამაშის სურვილი გვაქვს,ჩვენ ფეხბურთი და გამოწვევები გვჭირდება.გუნდმა ბევრი ივარჯიშა,რომ ამ შეხვედრისთვის მზად ყოფილიყო და თავი საუკეთესო კუთხით წარმოეჩინა.“

კონტემ კომენტარი კრისტიან ერიქსენზეც გააკეთა,რომელმაც ნაპოლის წინააღმდეგ კარგი თამაში ჩაატარა:“ერიქსენი ჩვენი გუნდის შეუცვლელი წევრი გახდება.მას გარკვეული დრო დასჭირდა,რომ გუნდის ფილოსოფია და ჩემი ტაქტიკა გაეაზრებინა,თუმცა ახლა ის მზად არის.ჩვენი მთავარი მიზანი სამპდორიას დამარცხება და იუვენტუსთან სხვაობის 6 ქულამდე დაყვანაა,ჯერ დასრულებული არაფერია და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.