Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტე ალონსოს მიუბრუნდა

ენრიკე დალბერტი ჯუზეპე მეაცას დიდი ალბათობით დატოვებს და კონტეს მის შემცვლელად ჩელსის უკანახაზელი, მარკოს ალონსო სურს.

ინტერმა ალონსოს გაფორმება იანვარში უკვე სცადა, თუმცა მაშინ მხარეები ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებაზე ვერ შეთანხმდნენ.

ალონსო ჩელსიში 2016 წელს, ფიორენტინადან გადავიდა და კონტესთან ერთად შესანიშნავი სეზონი ჩაატარა.

მარკოს ალონსოს ჩელსის მაისურით 149 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც მან 22 გოლის გატანა და 18 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

Leave a Reply

Your email address will not be published.