Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ ამ ქულებს ორმაგი მნიშვნელობა აქვსთ“

ანტონიო კონტემ ინტერის მწვრთნელის რანგში საიუბილეო 50-ე მატჩი გამარჯვებით აღნიშნა და მილანთან, რომელმაც ჯენოასთან გასვლაზე 2 – 2 ითამაშა, სხვაობა 1 ქულამდე შეამცირა.
მატჩის შემდეგ კომენტარი ანტონიო კონტემ გააკეთა.


„ასეთ მატჩებში გამარჯვება გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ეს ვუთხარი ბიჭებს.

„მარტივი არ იყო, ნაპოლი შესანიშნავი გუნდია. ეს იყო ტაქტიკური მატჩი, რომელშიც ოპონენტები ერთმანეთს დიდ პატივს სცემდნენ.

„ჩვენ იდეალური მატჩი არ ჩავატარეთ, მაგრამ ქულები ძალიან ამბიციურ ოპონენტთან მოვიპოვეთ და შეიძლება ითქვას, რომ ამ ქულებს ორმაგი ღირებულება აქვთ

„გუნდმა თამაშის მნიშვნელობა და სიმძიმე კარგად იცოდა. ვიცოდით, რომ გამარჯვება მარტივი არ იქნებოდა. ასეთ მატჩებში 3 ქულის მოპოვება მენტალური ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„გუნდმა უნდა ისწავლოს, რომ ზოგჯერ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა და შესაძლოა გაჭირვებით, მაგრამ გამარჯვება მაინც უნდა მოვიპოვოთ.

„ნაპოლი დიდებული გუნდია, შესანიშნავი მწვრთნელით და ფანტასტიკური ორგანიზებულობით. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და ერთმანეთის თამაშის სტილი შესწავლილი გვაქვს, ამიტომ სტრატეგიის შეცვლა გვმართებდა და რა თქმა უნდა, ყველაფერი იდეალურად არ გამოვიდოდა.

„პირველ ნახევარში პრესინგი ვცადეთ, თუმცა ნაპოლი ამას ადვილად უმკლავდებოდა. ზელინსკიმ ძალიან ბევრი პრობლემა შეგვიქმნა, თუმცა საბოლოოდ 3 ქულა მოვიპოვეთ და ეს ყველაზე მთავარია.“