Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ არ მიაქციოთ ყურადღება მათ, ვისაც ინტერი სძულს“

ანტონიო კონტემ კალიარისთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ კალიარისთან ძალიან რთულ თამაშს ველოდებით და მატჩის სტარტიდან სწორი განწყობით უნდა ვითამაშოთ.

„ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი წარუმატებლობა როგორც ჩემთვის, ასევე ბიჭებისთვის ძალიან მძიმე იყო. რეალთან მარცხის შემდეგ ჩვენ შევძელით და გასვლის შანსი შევინარჩუნეთ, მაგრამ სამწუხაროდ შახტართან გოლის გატანა ვერ შევძელით.

„ახლა ჩემპიონთა ლიგა უნდა დავივიწყოთ, თავები მაღლა ავწიოთ და სვლა გავაგრძელოთ. მინდა გულშემატკივრებს ვთხოვო, რომ ინტერის მოძულეებს ყურადღებას ნუ მიაცევენ და იმ პოზიტიურ ასპექტებზე იფიქრონ, რასაც ბოლო წელიწადნახევარში მივაღწიეთ.

„ნუ გაუადვილებთ საქმეს მათ, ვისაც ჩვენი განადგურება სურთ, რადგან მათ იციან, რომ ჩვენი შრომის შედეგს ძალიან მალე ყველას დავანახებთ. ჩვენ ერთიანი უნდა დავრჩეთ, ამ პროცესმა სერია ა-ს მეორე ადგილი და ევროპა ლიგის ფინალში თამაშის უფლება უკვე მოგვიტანა.

„ჩვენ პროექტი გასულ წელს დავიწყეთ, მაგრამ შედეგებს უკვე ვხედავთ. ჩვენ რწმენა უნდა გვქონდეს. მესმის, რომ 10 წელი ტიტულის გარეშე ყოფნის შემდეგ გულშემატკივრებს მოცდა აღარ სურთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც შენებას ფუნდამენტიდან იწყენ, გარკვეული დრო საჭიროა, მაგრამ ფუნდამენტის აშენების შემდეგ, შენ შეგიძლია ცათამბრჯენი ააგო, რასაც ინტერის გულშემატკივრები იმსახურებენ.

„ვარ თუ არა ვალდებული სკუდეტოს მოგების ? როდესაც ეს პროექტი დავიწყეთ, ჩემი და გუნდის მფლობელების სურვილი ერთი იყო – გუნდის სტაბილური განვითარება და უმაღლეს საფეხურზე აყვანა. ვიცოდით, რომ კორონა ვირუსის გამო ეს პროცესი უფრო ნელი ტემპით წავიდოდა, მაგრამ ჩვენ 100 პროცენტით გვწამს, რომ საბოლოო ჯამში წარმატებას მივაღწევთ.

„ერისქსენი ? მე როგორც კრისტიანთან, ასევე გუნდის სხვა წევრებთან დაუღალავად ვმუშაობ, რომ მათი ტალანტი მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

„ერიქსენთან სხვადასხვა ასპექტზე ვმუშაობთ და პროცესმა შესაძლოა იმაზე მეტი დრო წაიღოს, რასაც ველოდით, მაგრამ მჯერა, რომ ის თავისი ნიჭის გამომჟღავნებას მოახერხებს.“