Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტე ბასტონის, ბროზოვიჩს და ბარელას ლაციოსთან არ დაასვენებს

ინტერს წინ ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელოდება. 14-ში მათ ლაციოს წინააღმდეგ მოუწევთ თამაში, 21 თებერვალს კი ინტერის მეტოქე მილანი იქნება.

იტალიურ მედიაში ვარაუდობდნენ, რომ ლაციოსთან მატჩში ანტონიო კონტე ალესანდრო ბასტონის, მარსელო ბროზოვიჩის და ნიკოლო ბარელას დასვენების გადაწყვეტილებას მიიღებდა, რადგან სამივე მათგანი ყვითელის მიღების შემთხვევაში მილანურ დერბის გამოტოვებს.

თუმცა, Tuttosport-ის ინფორმაციით, ანტონიო კონტე ბიანკოჩელესტის წინააღმდეგ მოედანზე ყველაზე ბრძოლისუნარიან გუნდს გაიყვანს და არც ერთი ზემოთხსენებული ფეხბურთელის სათადარიგო სკამზე დატოვებას არ აპირებს…