Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ ბასტონი სათადარიგოზე, სანჩესმა შესაძლოა სასტარტოდან დაიწყოს“

ინტერის მთავარმა მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგაზე გლადბახთან გასამართი მატჩის წინ პრესკონცერენცია გამართა.

„ბასტონიმ კორონა ვირუსი ახლახანს დაამარცხა და ჯერ ძირითადი შემადგენლობისთვის მზად არ არის. ის ხვალ სათადარიგო სკამზე იჯდება, რადგან ფორმის აღდგენა 2 დღეში ვერ მოასწრო. მარსელო ბროზოვიჩი დერბიში ძალიან დაიღალა, ჯერჯერობით უცნობია მზად არის თუ არა სენსი ფიზიკურად, ჩვენ არც ერთი ფეხბურთელის ჯანმრთელობით გარისკვას არ ვაპირებთ.

„გასულ სეზონში ევროპა ლიგაზე საჭირო გამოცდილება მივიღეთ. ახლა ჩვენ უფრო მომზადებულები ვართ და ნახევარდაცვაში გუნდს უფრო მეტი ოფცია აქვს. ბარელა, ერიქსენი, ნაინგოლანი, სენსი და ვიდალი შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ნახევარდაცვა როგორც შეტევას, ასევე დაცვას დაეხმაროს.

„ესპანური მედია B ჯგუფის ფავორიტებად მიგვიჩნევს ? არ ვიცი, ისინი მართლა ასე ფიქრობენ თუ არა, თუმცა ჩვენს ჯგუფში მადრიდის რეალია, რომელსაც 100 მილიონიანი ფეხბურთელები ჰყავთ და ამ თემაზე საუბარიც კი ღიმილს მგვრის.

„სანჩესი ? ალექსისი თავს კარგად გრძნობს და არ არის გამორიცხული, რომ ის ხვალ სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ.“