Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტე:“ გამაკრიტიკეთ მე, არა ინტერი“

ანტონიო კონტემ ნაპოლისთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ნაპოლი იტალიაში საუკეთესო 2-3 გუნდს შორის შედის და მათ წინააღმდეგ თამაში ძალიან გაგვიჭირდება. გატუზო შესანიშნავი მწვრთნელია, რომელიც ჩვენ ძალიან დიდ პრობლემებს შეგვიქმნის.

„ნაპოლის სერია ა-ში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს და სეზონის სტარტზე ისინი სკუდეტოსთვის მებრძოლ გუნდებში ერთ-ერთი ფავორიტები იყვნენ. რინო საქმეს თავს კარგად ართმევს, თუმცა ჩვენ ყველამ კარგაც ვიცით, რომ როდესაც გუნდი სასურველ შედეგს ვერ აღწევს, ყველაზე დიდი კრიტიკა მწვრთნელს ხვდება და ეს მე არაერთხელ გამომიცდია.

„თუ ფეხბურთელი მკითხავს, გახდეს თუ არა მომავალში მწვრთნელი, მე მას ვეტყვი, რომ ამისთვის ძალიან დიდი მოთმინების უნარი და ფეხბურთისადმი ვნებაა საჭირო. ზოგჯერ მწვრთნელი ძალიან კარგ შედეგებს დებს, მაგრამ მას მაინც აკრიტიკებენ და ამისთვის მზად უნდა იყოს.“

ინტერი სატურნირო ცხრილს 11-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, მაგრამ გუნდს დაცვითი თამაშის გამო აკრიტიკებენ.

„მე კრიტიკის წინააღმდეგი არ ვარ მანამ, სანამ კრიტიკოსები მხოლოდ ჩემზე საუბრობენ და ინტერს არ მოიხსენიებენ. წინ ჯერ კიდევ ბევრი ქულაა გასათამაშებელი და ახლა ჩვენ იმის დრო არ გვაქვს, რომ გამოთვლები დავიწყოთ, ხვალ ჩვენ მოსაგებად ვითამაშებთ.

„ჩვენ მახეში არ უნდა გავებათ და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ სკუდეტო უკვე გარანტირებული გვაქვს, რადგან ეს ასე არ არის.“

ხვალ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სანახაობა კულიბალი-ლუკაკუს დუელი იქნება.

„ჩემი აზრით, კულიბალი მსოფლიოს 3 საუკეთესო მცველს შორის არის და მე მისი გაფორმება ჩელსიში ყოფნის დროს ძალიან მსურდა.

„ლუკაკუმ კი ბოლო პერიოდში ძალიან მოუმატა, ეს მართლაც საინტერესო დუელი იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ ორივე გუნდი გამარჯვებისთვის იბრძოლებს.“