Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“

ანტონიო კონტემ შახტართან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„სამწუხაროდ ნახევარდაცვაში ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს. ხვალ სიტუაციას კიდევ ერთხელ შევაფასებთ და შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ.

„რეალობა ის არის, რომ ჩვენ ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში და ვალდებულები ვართ, რომ გავიმარჯვოთ. ჩვენ შემადგენლობის მხრივ პრობლემები გვაქვს, ამიტომ ისინი, ვინც მოედანზე გავლენ, ბოლომდე უნდა დაიხარჯონ.

„ერთი კვირის წინ ჩვენ ლიგაზე მკვდრები ვიყავით, ახლა კი იმედის ნაპერწკალი გაჩნდა და ჩვენ მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობთ.

„რატომ ვართ მომდევნო ეტაპზე გასვლის ღირსები ? ამ თემაზე თამაშის შემდეგ ვისაუბრებ. რაც მთავარია, ჩვენ წინ მივიწევთ და ვიცით, რომ განვითარების პოტენციალი გვაქვს.

„შახტარი ძალიან კარგი გუნდია, რომელსაც შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს. მათ წინააღმდეგ თამაში მარტივი არასოდეს არ არის.

„ყველა შეხვედრას თავისი ისტორია აქვს. შახტარს მატჩის განვითარების 2 – 3 სცენარი აწყობს, ჩვენ კი მხოლოდ ერთი – გამარჯვება და ამისთვის ყველაფერს ვიზავთ.

„არტურო ვიდალი ძალიან დიდი დანაკლისია, თუმცა მისი ჯანმრთელობით გარისკვას არ ვაპირებ, ჩვენ ამის ფუფუნება არ გვაქვს.

„ბარელას რაც შეეხება, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერი არ არის, თუმცა ჩვენ იმედს არ ვკარგავთ…“