Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ დამაგვირგვინებელ ფაზაში უკეთ მოქმედება გვმართებს“

მილანური დერბის შემდეგ, რომელიც როსონერის გამარჯვებით, ანგარიშით 2 – 1 დასრულდა, კომენტარი ანტონიო კონტემ გააკეთა.

„იქონია თუ არა გავლენა კორონა ვირუსმა დღევანდელ მატჩზე ? ახლა ფეხბურთის გარეთ არსებულ სიტუაციაზე საუბარს არანაირი აზრი არ აქვს.

„ჩემი აზრით გუნდმა კარგად ითამაშა და ბევრი საგოლე მომენტი შექმნა. ზოგ ეპიზოდში იღბალმა გვიმტყუნა, რაც ძალიან საწყენია, რადგან ბიჭებმა თამაშის მოსაგებად ყველაფერი გააკეთეს და იმედს ბოლო წამამდე არ კარგავდნენ.

„პირველ ნახევარში კონცენტრაცია გვაკლდა და ორი გოლი ძალიან მარტივად გავუშვით, რის შემდეგაც გონს მოვეგეთ, თუმცა საბოლოოდ მილანმა თამაში მოიგო და ისღა დაგვრჩენია, რომ მათ მივულოცოთ.

„ყველა მატჩში ჩვენ ბევრ საგოლე მომენტს ვქმნით, თუმცა მათ გამოყენებას ხშირ შემთხვევაში ვერ ვახერხებთ და ამაზე სამუშაო გვაქვს, თუმცა ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დღეს ქულა მაინც აგვეღო.

„პერიშიჩის თამაშით კმაყოფილი ვარ. ის დაცვაში ძალიან კარგად მოქმედებდა, ასევე კარგი იყო ჰაკიმიც, თუმცა ჩვენ ბალანსი უნდა ვიპოვოთ და შევინარჩუნოთ.

„ორივე გოლი, რომელიც ჩვენ გავუშვით, ძალიან უწყინარ სიტუაციას მოჰყვა და ორივე მათგანის თავიდან არიდება შეგვეძლო. კოლაროვი დღეს თავისთვის საყვარელ პოზიციაზე იდგა. ის იგივე როლში იყო რომაშიც და სერბეთის ნაკრებშიც და ამის შეცვლას არ ვაპირებ.

„ჩვენ გვყავს 2 ძალიან შემტევი ფლანგის უკანახაზელი და 2 გამოკვეთილი ფორვარდი, ზოგი კი გარკვეულ უკმაყოფილებას გამოთქვამს და შემადგენლობაში ტრეკვარტისტას ხილვაც სურს, რაც ბალანსის პოვნაში ნამდვილად არ დაგვეხმარება.

„ჩვენ ვითამაშეთ, შევქმენით ბევრი მომენტი და უმეტესი მათგანი რომ გამოგვეყენებინა ახლა სხვა საუბარი გვექნებოდა, ამის მაგივრად კი წაგებულ მატჩზე გვიწევს საუბარი და სამწუხაროდ ეს მატჩი დერბი გამოდგა.

„უნდა შეენარჩუნებინა თუ არა ინტერს გოდინი ? ასეთ გადაწყვეტილებებს მე არ ვღებულობ, მე ვცდილობ, რომ იმ ფეხბურთელებით, რომლებიც მე ახლა მყავს, მაქსიმუმი მივიღო და ვფიქრობ, რომ ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მხარეა.“