Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე და ინტერის ხელმძღვანელობა ხვალ შეხვდებიან

ანტონიო კონტე ინტერის ხელმძღვანელობას ხვალ შეხვდება და მხარეები იანვრის სატრანსფერო ფანჯრის სტრატეგიას, მათ შორის ერიქსენი – პარედესის ბარტერს განიხილავენ.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ანტონიო კონტე ამ გაცვლის წინააღმდეგი არ არის და პარედესის ხილვა გუნდის შემადგენლობაში მაქსიმალურად მოკლე დროში სურს.

გამოცემის ინფორმაციით, ინტერი და პსჟ ერთმანეთს უახლოეს დღეებში შეხვდებიან და აღნიშნულ გაცვლას განიხილავენ.