Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე და ჟანგი ერთმანეთს უკვე შეხვდნენ?

ინტერის გულშემატკივრები ანტონიო კონტესა და სტივენ ჟანგის შეხვედრას მოუთმენლად ელოდებიან, რომელიც დღეს არის დაანონსებული, თუმცა Sky Sport Italia-ს მტკიცებით, მხარეები ერთმანეთს გამთენიისას უკვე შეხვდნენ.

კონტეს და ჟანგს ინტერის სათაო ოფისთან დილიდან ელოდებოდნენ, თუმცა არც ერთი მათგანი იქ არ გამოჩენილა და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამოცემა არ გამორიცხავს, რომ ისინი ერთმანეთს უკვე შეხვდნენ და ზედმეტი ხმაურის თავიდან ასაცილებლად, ეს გამთენიისას გააკეთეს.

ჯერჯერობით ეს დაუდასტურებელი ინფორმაციაა, ამიტომ შეხვედრის შედეგებზე საუბარი ნაადრევია, ახალ ინფორმაციას გამოსვლისთანავე მოგაწვდით.

Leave a Reply

Your email address will not be published.