Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ დეტალებმა თამაშის ბედი გადაწყვიტეს“

მადრიდის რეალთან მარცხის შემდეგ, კომენტარი ინტერის მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა.

„ეს არის ჩემი ინტერი, მისი ცუდიც და მისი კარგიც ჩემი დამსახურებაა. გუნდმა ასეთი ნაბიჯები აუცილებლად უნდა გაიაროს, რომ გაიზარდოს და გამოცდილება შეიძინოს. ბევრი გუნდის დასახელება ყველას გაუჭირდება, რომელიც მადრიდში ჩამოვიდა და რეალს ასე ეთამაშა. ჩვენ მათ 2 გოლი ვაჩუქეთ, შემდეგ კი თამაშში დავბრუნდით და შეგვეძლო, რომ 3 – 2 გაგვემარჯვა.

„მესამე გოლმა თამაში დაასრულა და კიდევ ერთხელ შეგვიძლია იმაზე საუბარი, რომ ბიჭებმა იმაზე მეტი დაიმსახურეს, ვიდრე მიიღეს. დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მცირე დეტალები თამაშის ბედს წყვეტენ.

„უკან პასის დროს მენდიმ ჰაკიმიზე თამაშის წესები დაარღვია, თუმცა მსაჯებზე საუბარს არც ამ შემთხვევაში არ ვაპირებ.

„მადრიდის რეალი მატჩამდე ამ თამაშზე ისე ლაპარაკობდა, როგორც ფინალზე და მათ მოედანზე მაქსიმუმი დადეს, უფრო მონდომებულები და კონცენტრირებულები იყვნენ. ჩემი გუნდის საერთო თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა ბიჭებმა დეტალებზე უფრო მეტი ყურადღება უნდა გაამახვილონ, რადგან ასეთ დონეზე თამაშის დროს ნებისმიერი მომენტი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

„წარმატების მიღწევაში მოკლე გზები არ არსებობს. ინტერი გრძელვადიანი პროექტია და ჩვენ გასულ სეზონთან შედარებით ბევრად უკეთ ვთამაშობთ. ჩვენ ჩამოვედით მადრიდში და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ჩვენი თამაში ვითამაშეთ, თუმცა გარკვეული იმედგაცრუება არის, რადგან ჩვენი თამაშის დონე მიღებულ შედეგს არ შეესაბამება.

„წინ კიდევ 3 მატჩი გველოდება, სადაც 9 ქულის მოპოვება შეგვიძლია და ის ფაქტი, რომ ახლა ჯგუფში ბოლო ადგილზე ვართ, არაფერს ნიშნავს. ჩვენმა გუნდმა უკვე ყველას დაუმტკიცა, რომ ბრძოლა ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია და ცოტა რომ გაგვმართლებოდა, კარგ თამაშთან ერთად სახლში კარგ შედეგსაც წავიღებდით.“