Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ დომინანტი ინტერი…“

შახტართან მატჩის შემდეგ ანტონიო კონტემ თავისი ფეხბურთელების მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„ამ მატჩში ინტერს ბევრი პოზიტიური მომენტი ჰქონდა. ჩვენ საჭირო ინტენსიობით და კარგი მიდგომით ვთამაშობდით, ისე, როგორც დიდ გუნდს შეესაბამება. მოედნის ორივე ნაწილში გუნდი კარგად თამაშობდა და გოლის გატანის არაერთი შანსი გვქონდა.

„შახტარი ტექნიკურად ძალიან ძლიერი გუნდია, თუმცა ჩემი აზრით, დღეს ინტერმა გამარჯვება დაიმსახურა. ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ.

„უკვე ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთად ვართ და ამ პერიოდის განმავლობაში გუნდმა ცოდნა და თავდაჯერებულობა შეიძინა. ჩვენ მოედნის ყველა ნაწილში პრესინგს ვთამაშობთ და ვცდილობთ, რომ ოპონენტებს ბურთი მაქსიმალურად მოკლე დროშ წავართვათ.

„ამ მხრივ გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენს მეტოქეებს დღეს გოლის გატანის შანსი არ ჰქონიათ და ეს უკვე ზედიზედ მეორე მატჩია, რომელშიც გოლს არ ვუშვებთ, თუმცა მცირე სინანული გრძნობა მაინც გვაქვს, რადგან თამაშის მოგების კარგი შანსი გვქონდა.

„ნუ დაგავიწყდებათ, რომ გუნდმა 10 დღეში 4 შეხვედრა ჩაატარა. მე თავის გამართლებას არ ვცდილობ, თუმცა ამ შეხვედრების ციკლი ტრავმირებული და კორონა ვირუსით დაავადებული ფეხბურთელების გარეშე დავიწყეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ 8 ფეხბურთელი არ გვყავდა.“