Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ ვიდალისგან ბევრად მეტს მოველი“

ანტონიო კონტეს ინტერმა კროტონე 6  – 2 გაანადგურა, ზედიზედ მე-8 გამარჯვება მოიპოვა და სერია ა-ში გალიდერდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი ანტონიო კონტემ გააკეთა.

„კროტონემ დღეს ძალიან შემტევი ფეხბურთი შემოგვთავაზა და თავიდან გაგვაკვირვა, თუმცა ჩვენ კარგი რეაგირება მოვახდინეთ და სწორი აგრესიით ვითამაშეთ.

„პენალტის გაშვების შემდეგ დიდი იყო ალბათობა, რომ გუნდი აირეოდა, თუმცა ბიჭები კონცენტრირებულები დარჩნენ, მეტოქის საჯარიმოში ხიფათის შექმნა გავაგრძელეთ და შედეგიც გამოიღო.“

რომელუ ლუკაკუმ გოლის გატანის შემდეგ კუნთზე ტკივილი იგრძნო და მოედნის დატოვება მოუწია.

„რომელუმ ბარძაყის არეში კუნთის ტკივილი იგრძნო. ჯერჯერობით არ ვიცით, თუ რამდენად მძიმეა მისი დაზიანება და ითამაშებს თუ არა სამპდორიას წინააღმდეგ. ჩვენ ის დაუყოვნებლივ შევცვალეთ და იმედი მაქვს, სერიოზული არაფერია.“

არტურო ვიდალმა მეტოქე გუნდს პენალტი აჩუქა და კონტემ ის პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა.

„მას ბევრად უკეთესი თამაში შეუძლია და მე ამას არტურისგან ვითხოვ. მან თავი უნდა დახაროს და შრომა გააგრძელოს, რადგან გუნდში ადგილი გარანტირებული არავის აქვს. მან უნდა დაამტკიცოს, რომ თამაშს იმსახურებს და ამისთვის მოედანზე ბევრად უკეთესი ასპარეზობა მართებს.

„როდესაც მე ამას ვამბობ ვგულისხმობ იმას, რომ ვიდალი ძალიან არასტაბილურად გამოიყურება და მან იცის, რომ ვარჯიშს უფრო სერიოზულად უნდა მოეკიდოს. ჩვენ ინტერი ვართ და არასტაბილურობას ვერ დავუშვებთ. ის უკვე დიდი ხანია გრანდებში თამაშობს და სხვაგან შესაძლოა ვარჯიშებზე გართობის საშუალება ჰქონდა, თუმცა აქ ასეთი რამ არ ხდება, ეს ინტერია.

„მოხარული ვარ, რომ სენსი დაგვიბრუნდა, რადგან რეალურად ჩვენ ის გასულ სეზონში მხოლოდ 7 მატჩში დაგვეხმარა. გვყავს გალიარდინი, რომელიც როდესაც მოედანზე გადის, გარანტირებულ შედეგს დებს. ჩვენ გვყავს ალტერნატივები და განვითარება აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ.“