Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ ვიდალი და სანჩესი ნაპოლისთან ვერ დაგვეხმარებიან, ჰაკიმი…“

ანტონიო კონტეს და მის ინტერს ხვალ მორიგი სერიოზული გამოცდა ელით. მათი მეტოქე ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე ნაპოლი იქნება.

მატჩის წინ კონტემ პრესკონფერენცია გამართა.

„ნაპოლი ბოლო წლებში იუვენტუსის მთავარი კონკურენტი იყო. ხვალ ერთმანეთს დაუპირისპირდება ორი გუნდი, რომლებიც თავიანთი ამბიციისთვის სეზონის ბოლომდე იბრძოლებენ.

„მათ იგივე მიზნები აქვთ, რაც ჩვენ და ამის შესაბამისი რესურსიც გააჩნიათ, ამიტომ ინტერს მაქსიმალური კონცენტრაციით და მონდომებით მართებს თამაში.

„ჩვენი მთავარი მიზანი ახლა ბალანსის პოვნაა როგორც შეტევით, ასევე დაცვით ფაზაში. ბალანსის გარეშე გეძელ და დამღლელ ჩემპიონატში ბრძოლას ვერ მოახერხებ.

„ჩვენ როგორც საგულ სეზონში, ასევე წელსაც ძალიან ბევრი გოლი გაგვაქვს, თუმცა სამწუხაროდ ასევე ბევრს ვუშვებთ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში და ამ ასპექტში აშკარად მოსამატებელი გვაქვს.

„ტრავმირებულებს რაც შეეხება, სანჩესი და ვიდალი ხვალინდელი მატჩისთვის მზად არ არიან, მათი თამაში ზედმეტი რისკი იქნება და ამ რისკზე წასვლა არ მსურს, რადგან რეციდივის შემთხვევაში შესაძლოა ორივე მათგანი რამდენიმე თვით დავკარგოთ.

„ჰაკიმის რაც შეეხება, მისი თამაშის შანსი არსებობს, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

„უდავოა, რომ სერია ა-ს საერთო დონემ ძალიან მოიმატა და ისეთი გუნდების წინააღმდეგ გამარჯვების მოპოვება, რომლებიც მაღალი საფეხურებისთვის იბრძვიან, ძალიან მნიშვნელოვანია.

„იმ გუნდების წინააღმდეგაც კი, რომლებიც ტოპ 6-სთვის არ იბრძვიან, ყველა გუნდს ბოლომდე დახარჯვა უწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში 3 ქულის მოპოვება ძალიან რთულია.

„ვარ თუ არა ვალდებული, რომ სკუდეტო მოვიგო ? ეს ფრაზა ჩემში ღიმილს იწვევს. როგორც უკვე გითხარით, სერია ა-ში ბევრი ძალიან ძლიერი გუნდია, რომლებიც სკუდეტოსთვის იბრძვიან, ამიტომ რომელიმე მათგანი დაავალდებულო, რომ ტიტული მოიგონ, სისულელეა.

„მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ გუნდმა ყველა მატჩში გამარჯვებას მიაღწიოს. ეს ჩემი სამწვრთნელო კარიერის დაწყების დღიდან ასე იყო და ჩვენ ერთად შევეცდებით, რომ სეზონის ბოლოს სანანებელი არაფერი გვქონდეს.“