Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ თუ ინტერი გამიშვებს, ესე იგი ეს დავიმსახურე“

მადრიდის რეალთან მარცხის შემდეგ ანტონიო კონტეს მიმართ ძალიან დიდი კრიტიკა გამოითქვა და გულშემატკივრები მისი გუნდიდან წასვლასაც კი ითხოვენ.

ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი თავად კონტემ გააკეთა.

„ჩვენ წინ ძალიან ბევრი სამუშაო გველის, თუმცა მე ამ პროექტის უდიდესი რწმენა მაქვს. თუ ინტერი გუნდიდან გამიშვებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მე ეს დავიმსახურე.

„არის თუ არა გუნდი ჩემს წინააღმდეგ განწყობილი ? ეს სულელური კითხვაა, რომელიც პასუხის გაცემას არ იმსახურებს.“