Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ იმედი მაქვს, ინტერი ამ თამაშიდან საჭირო დასკვნებს გამოიტანს“

ინტერმა ჯუზეპე მეაცაზე ტორინოს უმასპინძლა და ძაძას და ანსალდის გოლებით 62’ წუთზე 0 – 2 მარცხდებოდა, თუმცა სანჩესის, ლუკაკუს(2) და ლაუტაროს გოლებით ინტერმა თამაში შემოატრიალა და 4 – 2 იმარჯვა.

მატჩის შემდეგ კომენტარი ანტონიო კონტემ გააკეთა.

„მე მინდოდა, რომ ამ თამაშში მონდომება, სიბრაზე და გამარჯვების სურვილი დამენახა, რაც წინა სეზონში გვქონდა, თუმცა წელს ეს ყველაფერი დავკარგეთ.

„ბიჭებმა უნდა გაითავისონ, რომ თითოეულ შეხვედრაში გასამარჯვებლად ყველაფერი უნდა გააკეთო, წინააღმდეგ შემთხვევაში დადებითი შედეგის მიღება შეუძლებელი იქნება.

„პირველი ნახევარი არ მომეწონა, რადგან ფაქტობრივად ჩვენ არ ვთამაშობდით. იმედი მაქვს, რომ გუნდი ამ შეხვედრიდან დასკვნებს გამოიტანს და საქმეს მატჩის პირველივე წუთიდან შეუდგება.

„თამაშის ორგანიზების მხრივ პრობლემა არ არსებობს, თუმცა თუ თითოეული მოთამაშე მოედანზე საჭირო მიდგომით არ გავა, ეს საკმარისი არ იქნება.

„ვიცი, რომ მე მყავს ბიჭები, რომლებსაც რთულ მომენტებთან გამკლავება შეუძლიათ, თუმცა ზოგჯერ ამ რთულ სიტუაციებს ჩვენი უყურადღებობით ვქმნით და შემდეგ მათ გადაჭრაზე გვიწევს მუშაობა.

„როგორც უკვე გითხარით, სკუდეტოზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. თუ ჩვენ ყველა შეხვედრას ასეთი მიდგომით დავიწყებთ, ტიტულებზე საუბარი წარმოუდგენელი იქნება.

„რა შეიცვალა ბოლო ნახევარ საათში ? ჩვენ კარგი პრესინგის თამაში დავიწყეთ და ბურთის დასაბრუნებლად უფრო მეტს ვიბრძოდით, რაც ტორინოს შეტევის განვითარების შანსები მოუკლა, რის შემდეგაც 4 გოლი გავიტანეთ და მეტის გატანაც შეგვეძლო.“