Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტე ინტერისგან გარანტიებს ითხოვს…

ანტონიო კონტემ სკუდეტოს ოფიციალურად მოგების შემდეგ არაერთი ინტერვიუ ჩაწერა, თუმცა თავის მომავალზე კონკრეტული პასუხის გაცემას თავიდან არიდებდა.

კონტეს კონტრაქტი ნერაძურისთან 2022 წლის ზაფხულში იწურება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ სკუდეტოს მოპოვების მიუხედავად, მან გუნდი სეზონის ბოლოს დატოვოს.

კონტეს ხელფასი მომდევნო სეზონიდან კონტრაქტის მიხედვით 13.5 მილიონი ევრო გახდება, თუმცა Tuttosport-ის ინფორმაციით, თუ კონტე გუნდის ხელმძღვანელობისგან გარანტიებს არ მიიღებს, რომ Suning-ი ზაფხულში შემადგენლობის გასაძლიერებლად ფულს გამოყოფს, კონტე გუნდის დატოვებაზე აუცილებლად დაფიქრდება.