Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ ინტერისთვის მარტივი არასოდეს არაფერი არ არის“

ანტონიო კონტემ სასუოლოსთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ თითოეულ თამაშში შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ, ზოგჯერ ეს გამოგვდის, ზოგჯერ – არა.

„რაც ყველაზე მთავარია, მოედანი ჩვენ თავაწეულებმა უნდა დავტოვოთ იმის ფიქრით, რომ თამაშის მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ.

„ჩვენ ვიცოდით, რომ სასუოლო ძალიან კარგ ფორმაში იყო და რთული შეხვედრა გველოდებოდა, მაგრამ მოედანზე საჭირო მონდომებით გავედით და გამარჯვების მოპოვება მოვახერხეთ.

„იყო თუ არა ეს ინტერის საუკეთესო თამაში ? არა. ყველაზე კარგი შედეგი შეიძლება, მაგრამ თამაშის ხარისხის მხრივ ჩვენ ბევრად უკეთესი მატჩები გვახსოვს და ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ უბრალოდ კარგი თამაში გარანტირებულ შედეგს ვერ მოგიტანს.

„თამაშისადმი მიდგომის და მონდომების მხრივ, შესაძლოა დღეს საუკეთესო შეხვედრა იყო, თუმცა ტექნიკური თვალსაზრისით ბევრად უკეთესი თამაში გვმართებს.

„თამაშები იცვლება, ჩვენი მეტოქეებიც იცვლებიან და ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ მეტოქეების მახასიათებლების მიხედვით თამაშის სტილი შევცვალოთ. დღეს ეს მოვახერხეთ და ჩემს ბიჭებს ამ რთულ გამარჯვებას ვულოცავ.

„აქ მარტივი არაფერი არ არის. ხალხს ერთი სული აქვს, როდის დაგვიცდება ფეხი და ჩვენი კრიტიკის მიზეზი მიეცემათ. ჩვენ ამ უაზრო კრიტიკას იგნორი უნდა გავუკეთოთ და ჩვეულ რითმში განვაგრძოთ მუშაობა.

„მე დიდ გუნდებში აქამდეც მიმუშავია, თუმცა ასეთი ნეგატივი და კრიტიკა პირველად ვნახე. ეს ყველაფერი ჩვენ დამატებით მოტივაციად უდნა ვაქციოთ.

„როდესაც რაღაც ისე არ მიდის, შენ ყველაფერს გუნდს და მწვრთნელს ვერ დააბრალებ. მწვრთნელის შეცვლა მხოლოდ ერთ-ერთი გამოსავალია, თუმცა არა ერთადერთი. თუ გემი შტორმში მოყვა, ეკიპაჟმა ერთად უნდა იმოქმედოს, რომ გემი არ ჩაიძიროს.

„ვგრძნობ თუ არა, რომ გუნდში დავრჩები ? იმედი მაქვს…“