Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე ინტერის თამაშით კმაყოფილი დარჩა

ანტონიო კონტემ ლაციოსთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„გოლი იმ მომენტში გავუშვით, როდესაც თამაშს ვაკონტროლებდით და ვდომინირებდით. ჩვენ გაშვებულ გოლზე კარგი რეაგირება მოვახდინეთ და ბევრი შანსი შევქმენით. გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ.

„ფეხბურთელი მეც ვიყავი და ვიცი, რომ ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს და ფრის გამო ყველაზე მეტად იმედგაცრუებულები სწორედ ისინი არიან. ნუ დაგავიწყდებათ, რომ გასულ სეზონში ლაციოსთან წავაგეთ და ბიანკოჩელესტი დღეს უფრო თავდაჯერებულები იყვნენ.

„პერიშიჩის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. მას შეტევაში ძალიან პროდუქტიულად შეუძლია თამაში, რაც დღესაც დაამტკიცა. მას დაცვით ასპექტში მოსამატებელი აქვს, როგორც ჰაკიმის, თუმცა საერთო ჯამში მისი თამაშით კმაყოფილი დავრჩი.

„ბარელამ დღეს კარგად ითამაშა. მას შემტევების უკან თამაშის გამოცდილება კალიარიდან აქვს და შეუძლია, რომ გუნდს მეტი ბალანსი შემატოს. მე ვცდილობ, რომ ჩვენს ნახევარმცველებს რამდენიმე პოზიციაზე შეეძლოთ თამაში, რადგან წინ გრძელი და დატვირთული სეზონი გველოდება და არავინ იცის, როდის დაგვჭირდება ამათუიმ მოთამაშის  სხვა პოზიციაზე გამოყენება.

„შეტევის ხაზში ლაუტარო, ლუკაკუ, სანჩესი და პინამონტი გვყავს. ეს ასეთი დატვირთული სეზონისთვის მინიმუმია, თუმცა ვფიქრობ ამ მხრივ პრობლემები არ გვექნება.“