Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ ინტერის ყურებით სიამოვნებას ვიღებ“

ანტონიო კონტემ ბენევენტოსთან 5 – 2 გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მწვრთნელისთვის ყველაზე სასიამოვნო საყურებელი ის არის, როდესაც ძირითადი შემადგენლობის წევრებს ცვლი, თუმცა ხარისხი და დონე იგივე რჩება.

„დღეს სასტარტო შემადგენლობის 7 წევრი შევცვალე და რომ ვერ მოგვეგო, ჩემს მიმართ ძალიან დიდი კრიტიკა წამოვიდოდა, თუმცა მწვრთნელის ცხოვრება ასეთია.

„ახალი მოთამაშეების ინტეგრირება უმოკლეს დროში ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მათ სათამაშო დრო აუცილებალდ სჭირდებათ და ამ რისკზე წასვლა გარდაუვალი იყო.“

ინტერმა 2 ტურში 9 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა 5 გაუშვა, რაც კონტეს გუნდისთვის უჩვეულო შედეგია.

„ინტერი არის გუნდი, რომელიც შეტევაზეა კონცენტრირებული და ძალიან ბევრ მომენტს ქმნის. რა თქმა უნდა, ასეთ დროს თავისუფალი ზონები რჩება და ბალანსის პოვნა აუცილებელია, თუმცა დღეს ინტერის თამაშისგან სიამოვნება მივიღე.

„რატომ შევცვალე ვიდალი ? მან ფეხზე მცირე დისკომფორტი იგრძნო და მისი ჯანმრთელობით გარისკვა არ მინდოდა. მის თაობაზე არ ვღელავ, ვიდალი მებრძოლია, რომელიც გუნდის დასახმარებლად ყოველთვის მზად არის.

„ვართ თუ არა ფავორიტები ? ნუ დაგავიწყდებათ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ინტერი აუტსაიდერად მიიჩნეოდა. ფაქტი, რომ ინტერი უკეთესად თამაშობს, იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოწინააღმდეგეები ჩვენს წინააღმდეგ უფრო მეტი მონდომებით ითამაშებენ, რაც საქმეს ნამდვილად არ გვიადვილებს, თუმცა ეს ჩვეულებრივი ამბავია და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ.“