Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ ინტერი კარგ ფეხბურთს თამაშობს“

ანტონიო კონტემ ჯენოასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა .

„გუნდს ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს და ყოველ მესამე დღეს უწევს თამაში, რაც პანდემიის და ტრავმების ფონზე მდგომარეობას ძალიან გვირთულებს, თუმცა უნდა მოვახერხოთ და ამ სირთულეებს გავუმკლავდეთ.

„ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ფეხბურთელებს ძალების აღსადგენად საჭირო დრო მივცეთ, თუმცა ამავე დროს მომდევნო მატჩისთვისაც უდნა მოვემზადოთ.

„გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ მაბენდიერებს და საერთოდ არ ვღელავ. ჩვენ კარგად ვთამაშობთ, თუმცა სამწუხაროდ იმაზე ნაკლები ქულა მოვიპოვეთ, ვიდრე დავიმსახურეთ.

„ინტენსიურობის მხრივ არანაირი პრობლემა არ გვაქვს და ეს გერმანელების წინააღმდეგ მატჩშიც გამოჩნდა. ჩვენ ბევრი მომენტი შევქმენით, თუმცა სამწუხაროდ ბოლო პერიოდში მათ დაგვირგვინებას ხშირად ვერ ვახერხებთ.

„მთავარი ის არის, რომ გუნდის საერთო თამაშით კმაყოფილი ვარ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ კმაყოფილებას ფეხბურთელებსაც ვატყობ.

„საბოლოო შედეგები კი ბევრ რამეზეა დამოკიდებული, სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ფორტუნა ჩვენს მხარეს არ არის

„ჩვენ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და მაგალითისთვის კლოპოს ლივერპული ავიღოთ. მათ 4 წლის განმავლობაში არაფერი მოუგიათ, ახლა კი ნამდვილი ომის მანქანები არიან.

„ისინი პროექტის მიმართ ნდობას არ კარგავდნენ და საბოლოოდ იმას მიაღწიეს, რაც სურდათ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენც იგივე გზას ვადგავართ.

„რატომ ვუშვებთ ბევრ გოლს ? ჩვენ თითოეულ შეხვედრაში უამრავ საგოლე მომენტს ვქმნით, თუმცა სამწუხაროდ ბევრსაც ვუშვებთ, რაც ხშირ შემთხვევაში ინდივიდუალური შეცდომის გამო ხდება, რისი თავიდან აცილებაც შესაძლებელია და ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ.

„ჩვენ მუშაობას და განვითარებას განვაგრძობთ. ჯერჯერობით ისეთი გუნდის წინააღმდეგ არ გვითამაშია, რომელიც ინტერს თამაშით აჯობებდა…“