Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტე:“ ინტერი პირველი მატჩის გამო დაისაჯა“

ანტონიო კონტემ გუშინდელ მატჩზე ისაუბრა.

„ჩემი აზრით, ჩვენ შექმნილი შანსები უკეთ უნდა გამოგვეყენებინა და ტურნირიდან გამოვარდნა ძალიან სამწუხაროა. ორივე გუნდმა 180 წუთის განმავლობაში ბოლომდე იბრძოლა.

„ჩვენ პირველ ტურში განცდილი მარცხის გამო დავისაჯეთ, მატჩში, რომელშიც მეტოქეს გოლები ვაჩუქეთ. ჩვენ გოლის გატანას ბოლო წამამდე ვცდილობდით, რადგან ერთი გოლი ყველაფერს ცვლიდა და მათ მეტ საფრთხეს უქმნიდა, თუმცა ეს ვერ მოვახერხეთ.

„ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ფინალში გასვლა გვსურდა, თუმცა ჩვენ პირველ შეხვედრაში შეცდომები დავუშვით, რის გამოც დავისაჯეთ და ახლა ამ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ.“

ლუკაკუს არც თუ ისე კარგი მატჩი გამოუვიდა.

„ეს რთული შეხვედრა იყო, ჩვენ იუვენტუსის წინააღმდეგ ვთამაშობდით, რომელსაც დიდებული ფეხბურთელები ჰყავს. რომელუ 100 პროცენტით მზად არ იყო, მაგრამ ამის მიუხედავად მან მაქსიმუმი გააკეთა. არის მომენტები, როდესაც შენ მეტ-ნაკლებად კარგ ან ცუდ ფორმაში ხარ, თუმცა რომელუ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია.

„ერიქსენი ? მან თავისი დავალება შეასრულა. ჩვენ გვსურდა, რომ იუვენტუსისთვის მოედანზე 2 პლეიმეიკერის ყოფნით პრობლემები შეგვექმნა და ამან გაამართლა.“

ინტერი უკვე ჩემპიონთა ლიგის და კოპა იტალიას ტურნირებს გამოეთიშა.

„თავგადსავალი ჯერ ახლა დაიწყო, ჩვენ ვცდილობთ, რომ შეცდომებზე ვისწავლოთ და დაგროვილი გამოცდილება გამოვიყენოთ, თუმცა ჩვენ იმაზე ბევრად უფრო ბრძოლისუნარიანი გუნდი ვართ, ვიდრე აქამდე ვიყავით. ჩვენ ოპონენტებს ვაშინებთ და დღეს ჩვენ ამის გაკეთება იუვესთან მოვახერხეთ…“