Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტე:“ ინტერი ჩემი შედევრია…“

ინტერის ყოფილმა თავკაცმა ანტონიო კონტემ, რომელიც უკვე ტოტენჰემს უდგას სათავეში, საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ინტერის გეგმების შეცვლამ, რაც საბოლოოდ ჩვენი გზების გაყოფა გამოიწვია, ჩემთვის ძალიან საწყენი იყო და ასე მალე ჩემი ფეხბურთში დაბრუნება მხოლოდ პრემიერ ლიგის შარმს შეეძლო.

„ტოტენჰემის პრეზიდენტმა პირველად ივნისში დამირეკა, მაგრამ მე მადლობა გადავუხადე და უარი ვუთხარი, რადგან სიმართლე რომ გითხრათ ინტერში 2 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწია.

„იუვენტუსის ჰეგემონიის დამხობა და სკუდეტოს მოპოვება ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევა იყო, თუმცა შემდეგ განვითარებული მოვპელების გამო მე იმედგაცრუებული ვიყავი და დასვენებას ვგეგმავდი, თუმცა ტოტენჰემს ჩემი გუნდში ხილვა ნებისმიერ ფასად სურდა და საბოლოოდ ჩემი დათანხმება მოახერხეს.

„ყველაზე რთული გამოწვევა კარიერაში ? მე გუნდებს ყოველთვის რთულ სიტუაციაში ვიბარებდი. იუვენტუსი იმ პერიოდში ევროპულ თასებზეც კი ვერ ასპარეზობდა, იტალიის ნაკრები 2014 წელს ჯგუფში იყო ჩარჩენილი, ჩემს მისვლამდე ჩელსიმ სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულა… მე კომფორტული გადაწყვეტილებები არასოდეს მიმიღია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაზე რთული და გამომწვევი სამსახური ტოტენჰემი იქნება.

„ჩემი კარიერის ყველაზე დიდი შედევრი ? იუვენტუსის დაბრუნება ძალიან რთული იყო, რადგან ჩვენ იბრას, ნესტას და ტიაგო სილვას მილანის წინააღმდეგ ბრძოლა გვიწევდა, ასევე ტრებლის მფლობელი ინტერისა და კავანი-ლავეცი-ჰამშიკის ნაპოლის წინააღმდეგ, მაგრამ ნამდვილი შედევრი ჩემთვის ინტერში მოგებული სკუდეტოა. 2 წელიწადში ჩვენ სპორტული მონარქია გადავაბრუნეთ. ჩვენ რომ არა, ვფიქრობ იუვენტუსი თავის დომინაციას გააგრძელებდა.

„იფიქრებდით თუ არა 6 თვის წინ, რომ თქვენ პრემიერ ლიგაში რონალდუსთან და ლუკაკუსთან ერთად იქნებოდით ? არა, მე ინტერის დატოვებას არც კი განვიხილავდი, ჩვენ დიდი გეგმები გვქონდა და სამწუხაროა, რომ ასე მოხდა.

„განსხვავება სერია ა-სა და პრემიერ ლიგას შორის ? აქ მეტი ინტენსიობა და ნაკლები ტაქტიკური ბრძოლაა, რაც მატჩს სანახაობის კუთხით უფრო მიმზიდველს ხდის. თუ ფეხბურთელი ძლიერი, სწრაფი და მებრძოლი არ არის, ის პრემიერ ლიგაში ვერ ითამაშებს. აქ სპორტულ სამყაროში ცხოვრება გაცილებით მარტივია, ინგლისში გაცილებით ნაკლები შხამი და დაპირისპირებებია.?