Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტე:“ ინტერმა გამარჯვების სურვილი ყველას დაანახა“

ანტონიო კონტეს გუნდმა ვერონას დამარცხება მოახერხა და ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის მიმოხილვის და ფეხბურთელების შეფასებების სანახავად დააკლიკეთ აქ.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი იტალიელმა სპეციალისტმა გააკეთა.

„ჩვენ დღეს ძალიან ძლიერ გუნდს მოვუგეთ. ივან იურიჩს კომპლიმენტები ეკუთვნის იმ სამუშაოს გამო, რაც მან ვერონაში გასწია. დღეს ჩვენ ყველას დავანახეთ, რომ გამარჯვება ნებისმიერ ფასად გვსურდა.

„ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა ? ეს მე, გუნდს და გულშემატკივრებს ჯერ კიდევ ძალიან გვტკენს გულს, თუმცა მეც და გუნდის ხელმძღვანელობაც მომავალს პოზიტიურად ვუყურებთ.

„მილანის შესანიშნავი ფორმა ? სერია ა-ში ძალიან დაბალანსებული სეზონია და ბოლო ტურამდე ასე იქნება, ამიტომ ჩვენ სხვა გუნდებზე ფიქრის დრო არ გვაქვს, ინტერმა თავის მატჩებზე უნდა იფიქროს.

„სატრანსფერო ფანჯარა ? მე გუნდის ხელმძღვანელობას არაფერს არ ვთხოვ. მათ კარგად იციან, თუ რა ასპექტში გვჭირდება ჩვენ გაუმჯობესება და ძალიან ხშირად ჩემი და გუნდის ხედვა ერთმანეთს ემთხვევა.“

ბეპე მაროტამ მატჩის წინ განაცხადა, რომ ერიქსენი მარკეტზეა დაყენებული და დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს.

„მე არ ვიცი, გვჭირდება თუ არა ვინმეს გაყიდვა, რომ შემდეგ გუნდი გავაძლიეროთ. ასეთი რამ ალბათ ყველა გუნდში ხდება, რადგან პანდემიის გამო ფინანსურად საქმე კარგად არავის აქვს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ერთი ხედვა გვაქვს და თუ გუნდის გაძლიერების საშუალება იქნება, ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ზაფხულში ბევრი ფეხბურთელის დამატება ვერ მოვახერხეთ, თუმცა მე ამაყი ვარ იმ შემადგენლობით, რომელიც მყავს. ჩვენ ყველას დავუმტკიცეთ, რომ ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში.

„დღეს ჩვენ ზედიზედ მე-7 გამარჯვება მოვიპოვეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც სატურნირო ცხრილის, ასევე მენტალიტეტის განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ უდნა გვჯეროდეს, რომ სტაბილურად გამარჯვება შეგვიძლია და ტიტულისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.

„ახლა ჩვენ ცოტა ხანი დავისვენებთ და შემდეგ ჩვეულ მუშაობას გავაგრძელებთ.“