Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ ინტერმა თითოეული ქულისთვის ბოლომდე უნდა იბრძოლოს“

ანტონიო კონტემ კროტონესთან მატჩის წინ, რომელიც ხვალ 15:30 საათზე დაიწყება, პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ რთულ მატჩს ველოდებით, რადგან სერია ა-ში მარტივი შეხვედრები არ არსებობს. კროტონემ წელი პარმასთან გამარჯვებით დაასრულა და ისინი მოედანზე თავდაჯერებულები გავლენ, ამიტომ ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ.

„საშობაო პაუზის შემდეგ არავინ იცის, თუ რა ფორმით შეხვდება გუნდი პირველ შეხვედრას, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ პოზიტიური სვლის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენი მთავარი ამოცანა ამ წელს ის იქნება, რომ ყველას დავანახოთ, ინტერი ფავორიტთა სიაშია და ტიტულისთვის ბოლომდე იბრძოლებს. ჩვენ ჩვენი სათქმელი მოედანზე უნდა ვთქვათ. იყო ინტერის ნაწილი სწორედ იმას ნიშნავს, რომ თითოეულ მომენტში მაქსიმუმისთვის იბრძოლო.

„მიმდინარე სეზონში ძალიან დაბალანსებული ჩემპიონატია, ყველა ქულისთვის ბოლომდე ბრძოლა გიწევს და მარტივი მატჩები არ არსებობს. საბოლოოდ ორგანიზებულობა და ბევრი შრომა გამარჯვების საწინდარი გახდება.“