Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:” ინტერმა მოსაგებად ყველაფერი გააკეთა”

ანტონიო კონტემ შახტართან ნათამაშები ფრის და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„გვაქვს თუ არა მონდომების ნაკლებობა ? თქვენ შეგიძლიათ თქვენი აზრი გქონდეთ, ამას ვერავინ დაგიშლით, თუმცა მე ვერ დაგეთანხმებით, რადგან გუნდმა დღეს ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თამაში მოეგო. გასაოცარია, რომ შახტართან ორივე მატჩში ვდომინირებდით და გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემს ბიჭებს მონდომება არ ეკლდათ, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ მომდევნო ეტაპზე გავსულიყავით.

„ჩვენ ყველაფერი ცივ გონებაზე უნდა ავწონ-დავწონოთ და არა ახლა, როდესაც ყველა აღელვებულები ვართ. ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ გუნდს ვერავინ დააბრალებს, რომ დღეს კონცენტრაცია, აგრესია და მონდომება აკლდა.

„ერთადერთი, რაც ჩვენ დღეს დაგვაკლდა იყო გოლი და სამწუხაროდ ჩემპიონთა ლიგაზე მსაჯების და VAR-ის მხრივ ძალიან არ გვიმართლებს. თუ თქვენ გადახედავთ სხვადასხვა მატჩს მიხვდებით, თუ რაზე მაქვს საუბარი.

„რატომ არ გამოვიყვანე სანჩესი უფრო ადრე ? 3 შემტევით ჩვენ ბალანსს დავკარგავდით, რასაც შესაძლოა გაშვებული გოლი მოჰყოლოდა და ეს საქმეს უფრო გაგვირთულებდა.“