Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ ინტერსა და რეალს შორის სხვაობა ნათლად გამოჩნდა“

ინტერმა ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთი უსახური თამაში ჩაატარა და საკუთარ მოედანზე მადრიდის რეალთან 0 – 2 დამარცხდა. ინტერი ჯგუფში 4 ტურის შემდეგ 2 ქულით ბოლო ადგილზეა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ფაქტობრივად აღარ აქვს.

მატჩის შემდეგ კომენტარი ანტონიო კონტემ გააკეთა.

„მადრიდის რეალის დონის გუნდებთან თამაში ყოველთვის ძნელია, გაშვებული გოლის შემდეგ კი ეს შეუძლებელი ხდება.

„ჩემი აზრით, რეალსა და ინტერს შორის განსხვავება დღეს ყველამ დავინახეთ და ამან ფარ-ხმალი არ უნდა დაგვაყრევინოს. ეს უნდა გახდეს მოტივაცია, რომ ჩვენ უფრო მეტი მონდომებით და შიმშილით ვიმუშაოთ და ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე დავბრუნდეთ.

„ჩვენ ახლა ასეთ სიტუაციაში ვართ და სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ. მადრიდში გაცილებით უკეთ ვითამაშეთ, იქ უფრო აგრესიულები ვიყავით, დღეს კი გაშვებული გოლს და გაძევებული ვიდალის შემდეგ თამაშის შემოტრიალება ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო.

„ამის მიუხედავად, ჩემი აზრით გუნდი დღეს ბოლომდე დაიხარჯა და ამისთვის მათ დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ. არ დაივიწყოთ, რომ ჩვენ მადრიდის რეალს ვეთამაშებოდით და არა რომელიმე რიგით კლუბს.“

ანტონიო კონტემ კომენტარი დიეგო მარადონაზეც გააკეთა, რომელიც რამდენიმე საათის წინ, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„ჩვენ ყველანი ძალიან დიდ ტკივილს განვიცდით. დიეგო იყო ადამიანი, რომელმაც ფეხბურთის ისტორია დაწერა. მე კარიერაში მქონდა ბედნიერება, რომ მის წინააღმდეგ მეთამაშა და ახლაც არ მჯერა, რომ ასეთი ახალგაზრდა დაიღუპა, ძალიან საწყენია.“