Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ ინტერს მკვლელის ინსტიქტი არ აქვს“

ანტონიო კონტემ ატალანტასთან მატჩის წინ, რომელიც ფედ, 1 – 1 დასრულდა, კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ხასიათი და მონდომება არც მადრიდის რეალთან მატჩში და არც დღეს არ გვაკლდა, ერთადერთი, რაც გუნდს აკლია, ეს კარგი შედეგია. თამაშის მსვლელობისას ჩვენ რამდენჯერმე შეგვეძლო, რომ თამაში მოგვეკლა, თუმცა შესაძლოა სწორედ ეს მკვლელის ინსტიქტი გვაკლია იმ შდეგების მისაღწევად, რაც ჩვენ გვსურს და ვიმსახურებთ.“

ინტერმა ბოლო 8 მატჩში მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვა.

„ჩვენ ყურადღება იმას უნდა მივაქციოთ, თუ ვინ არის ჩვენი ოპონენტი. ატალანტა, როგორც მადრიდის რეალი, ძალიან ძლიერი გუნდია და მათ წინააღმდეგ თამაში მარტივი არასოდეს არ არის. ფაქტი, რომ ინტერისგან ყველა უფრო მეტს ელოდება იმაზე მიანიშნებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ინტერის შიში ისწავლეს. წარსულში, როდესაც სათამაშოდ ბერგამოში ჩამოვდიოდით, ჩვენი არავის ეშინოდა.“

კრისტიან ერიქსენმა სკამზე კიდევ ერთი თამაში გაატარა, კონტეს პირველი არჩევანი კი შემტევების უკან ნიკოლო ბარელა იყო.

„დღეს გამოკვეთილი ტრეკვარტისტა არ გვყოლია. ჩვენ ტაქტიკას იმ მომენტში ჩვენს ხელთ არსებული ფეხბურთელების გათვალისწინებით ვირჩევთ და გვსურს, რომ თითოეული ფეხბურთელისგან პოტენციალის მაქსიმუმი მივიღოთ.

„ყველა, ვინც თამაშს აგებს, უამრავ ცვლილებას აკეთებს და ყველას შეტევისკენ მოუწოდებს, რაც მათი თამაშის წაკითხვას და რეაგირებას უფრო რთულს ხდის.

„ბიჭებს უკვე ვუთხარი, რომ მწვრთნელმა შესაძლოა ფეხბურთელები მატჩისთვის მოამზადოს, თუმცა მოედანზე არის სიტუაცია, რომელსაც ფეხბურთელები პროცესში უნდა მოერგონ. გაშვებული გოლის შემდეგ გუნდი თითქოს გაითიშა. ბიჭებმა უნდა გაიგონ, რომ ზოგჯერ გეგმები იცვლება და თამაშის დაწყებამდე მიღებულ მითითებებს უნდა გადაუხვიო.“