Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ ინტერში დარჩენა დიდი ხანი მსურს“

ანტონიო კონტემ The Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ნერაძურიში დარჩენა დიდი ხანი სურს.

„ფეხბურთი ყოველდღიურად ვითარდება და მწვრთნელი მზად უნდა იყოს, რომ ყოველ მატჩში ახალი გამოსავალი იპოვოს, კოლეგებს ყურადღებით დააკვირდეს და თუ ისინი რაიმე ახალს მოიგონებენ, იდეები მოპაროს მათ.

„ლუკაკუ ? ის დიდებული ფეხბურთელია, რომელსაც განვითარება ჯერ კიდევ შეუძლია. ინტერში გატარებული ერთი წლის შემდეგ, მან მნიშვნელოვნად მოუმატა, რადგან მას სწავლა უნდა და ჩემი აზრით, მე შემიძლია ის უფრო მაღალ დონეზე ავიყვანო. მას შეუძლია, რომ თავის პოზიციაზე საუკეთესო გახდეს.

„გასული სეზონი ? ჩემი აზრით, ჩვენ ძალიან კარგი წელი გვქონდა. სერია ა-ში იუვენტუსს ერთი ქულთ ჩამოვრჩით, Coppa Italia-ზე ნახევარფინალში ვითამაშეთ და ევროპა ლიგის ფინალამდე გავაღწიეთ.

„ჩვენ პროექტის დასაწყისში ვართ და ჯერ გუნდს საძირკველს ვუყრით. გუნდს, რომელიც მომავალში ყველა სეზონში უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს.

„ვიცი, რომ ჩემგან ყველა ბევრს მოითხოვს და როდესაც ვერ ვიგებთ, ძალიან ბევრი მაკრიტიკებს.

„მეორეს მხრივ კი როდესაც ხალხს ამდენის მოლოდინი აქვს იმას ნიშნავს, რომ მე ჩემს საქმეს კარგად ვაკეთებ. ძლიერი ფუნდამენტის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია და დროს მოითხოვს, მაგრამ ძალიან მალე ჩვენ მზად ვიქნებით.

„ზოგჯერ შენ გუნდს იბარემ და ტიტულების მოგებას მყისიერად ახერხებ, ასე იუვენტუსში და ჩელსიში მოხდა, ინტერს კი 10 წელია არაფერი არ მოუგია, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდში ძალიან ბევრი რამ არის შესაცვლელი, რასაც თავისთავად დრო სჭირდება.

„ჩემი მომავალი ? მე ინტერთან კონტრაქტი  კიდევ 2 სეზონი მაკავშირებს, ჩვენ აქ ძალიან ამბიციურ პროექტს ჩავუყარეთ საფუძველი და მსურს, რომ გუნდში დიდი ხნის განმავლობაში დავრჩე.

„ერთ დღეს მსურს, რომ სამუშაოდ ინგლისში დავბრუნდე, რადგან მეც და ჩემს ოჯახსაც იქაური გარემო ძალიან მოგვწონს, მაგრამ ახლა ინტერზე ვარ კონცენტრირებული.“