Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ ინტერში ყოფნა ძალიან მსიამოვნებს“

ანტონიო კონტემ ფიორენტინას დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„3 ქულა უმნიშვნელოვანესია, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გუნდმა არც თუ ისე კარგი თამაში ჩაატარა.

„გოლების გატანა და საგოლე მომენტების შექმნა ძალიან კარგია. მათმა კიპერმა შესანიშნავად იმოქმედა, თუმცა ჩვენ ჩვენი კარის უსაფრთხოებაზე უფრო მეტად უნდა ვიზრუნოთ და ამ ასპექტზე აუცილებლად მუშაობა მოგვიწევს.

„ბიჭებმა იციან, რომ ბალანსი საჭიროა. ჩვენ როგორც შეტევაში, ასევე დაცვაშიც იდეალურად უნდა ვითამაშოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ტიტულებისთვის ბრძოლა გაგვიჭირდება.“

ერიქსენმა ტრეკვარტისტას პოზიციაზე დაიწყო თამაში, თუმცა ფეხბურთელი კონტეს სქემასთან შეგუებას ჯერ კიდევ ვერ ახერხებს.

„ჩვენ კრისტიანთან ისე ვმუშაობთ, როგორც სხვა დანარჩენებთან. ჩვენი მიზანია, რომ თითოეული მათგანი საუკეთესო კონდიციებში იყვნენ. ვფიქრობ, ერიქსენმა საგრძნობლად მოუმატა. ტრეკვარტისტა მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე საუკეთესო პოზიციაა.

„მე მჯერა, რომ ძალიან მალე კრისტიანი ჩვეულ ფორმას დაიბრუნებს და ინტერის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდება.

„ინტერში მუშაობისგან დიდ სიამოვნებას ვიღებ. ბიჭებს მონდომება და გამარჯვების წყურვილი თითოეული მატჩის თუ ვარჯიშის დროს ეტყობათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. წინ ბევრი სამუშაო გველის, თუმცა ვიცით, რომ დიდი მიზნებისთვის საბრძოლველად ყველა რესურსი გვაქვს.“