Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტე:“ იტალიას ინგლისის დამარცხება შეუძლია“

ანტონიო კონტემ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე გააკეთა კომენტარი და იმ დეტალებზე ისაუბრა, რომლებიც თამაშის ბედს გადაწყვეტენ.

შეხვედრა კვირას უემბლიზე, 23:00 საათზე გაიმართება.

„იტალიამ ფინალში ყოფნა უსიტყვოდ დაიმსახურა, რადგან აძურიმ თითეულ მეტოქესთან დაამტკიცა, რომ მათ უფრო სრულყოფილი გუნდი ჰყავთ, ვიდრე მის მეტოქეებს და შეუძლიათ როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე თამაში.

„აძური საკუთარ იდენტობას და იდეებს ყოველთვის ინარჩუნებდა, მაგრამ ახერხებდა მეტოქეების მახასიათებლებთან შეწყობას და ადაპტაციას.

„ესპანეთთან მატჩი ? ბევრის აზრით, იმ შეხვედრაში ესპანეთი დომინირებდა, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ჩემთვის დომინაცია არა ბურთის ფლობა, არამედ მეტოქეზე მეტი საგოლე მომენტის შექმნაა, ამ ასპექტში კი ესპანეთი იტალიას ნამდვილად ვერ აღემატებოდა.

„გოლი ფეხბურთში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბურთის ფლობა, რადგან გამარჯვება მხოლოდ საგოლე მომენტების შემქნით და მათი გამოყენებით შეიძლება.

„იტალიის ყველაზე დიდი ძალა ? ჩვენი დამარცხება იმიტომ ჭირს, რომ გუნდი ყოველთვის მზად არის, ჩვენ როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში გუნდურად ვთამაშობთ და მეტოქეებს სივრცეებს არ ვუტოვებთ.

„ჩვენ ასევე გვყავს კედელი, რომელიც ჯიჯო დონარუმამ, ლეო ბონუჩიმ და ჯორჯო კიელინიმ შექმნეს. ვფიქრობ, რომ დონარუმა ამ მომენტისთვის მსოფლიოს 3 საუკეთესო მეკარეს შორის არის. კიელინის და ბონუჩის დუეტზე კი რა უნდა ვთქვათ, მათ ერთად ათასი ბრძოლა გამოიარეს და სისხლის სუნს შორიდან გრძნობენ. მათი გამარჯვებულის მენტალიტეტი, ხასიათ, ძალა და რთულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი გუნდს ძალიან ეხმარება.

„ინგლისის ძლიერი მხარეები ? ესპანეთისგან განხვავებით, რომელიც ძალიან ბევრ უკან პასს აკეთებდა, ინგლისი ცდილობს, რომ ერთი-ერთზე სიტუაციები შექმნას. ბევრი კეინს აქებს იმის გამო, რომ მას უკან ჩასვლა და ბურთის მიღება შეუძლია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისი მთავარი იარაღი საჯარიმოში შესანიშნავი თამაშია და მე რომ მწვრთნელი ვიყო, მას საჯარიმოდან არ გამოვიყვანდი.

„ბრიტანელების ყველაზე დიდი მინუსი არის ის, რომ მათ დაცვას მაღალ პრესინგთან გამკლავება უჭირთ, ამ კომპონენტში ისინი ესპანეთის დონეზე არ არიან, მაგრამ იტალია პრესინგის დროს ფრთხილად უნდა იყოს, რადგან მათ შეტევის წამოწყება ძალიან მოკლე დროში შეუძლიათ.

„მართალია თამაში ინგლისში გაიმართება, რაც გარკვეულწილად მათ უპირატესობას აძლევს, მაგრამ ჩვენ მოედანზე უფრი დიდი გამოცდილება გვექნება, რისი გამოყენებითაც ინგლისის დამარცხება შეგვიძლია.: