Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტე:“ იტალია ბელგიასთან ფავორიტია“

იტალიის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ანტონიო კონტემ ევროპის ჩემპიონატზე ბელგიასთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აძური ამ შეხვედრაში  ფავორიტია.

„ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენებმა თამაშმა ყველას დაანახა, თუ რამდენად ხარისხიანი გუნდი ჰყავს იტალიას და ამან აძურის მიმართ მოლოდინები გაზარდა. სოლიდურ ავსტრიასთან შეხვედრა დიდი გამოწვევა იყო, მაგრამ ჩვენ მეოთხედფინალში დამსახურებულად მოვედით.

„ვფიქრობ, რომ დამატებით დროში თამაშის გადასვლამ იტალიის ნაკრებს გაახსენა, რომ ასეთი დონის ტურნირზე და ამ ეტაპზე შეცდომების დაშვების უფლება არ აქვთ და შემდგომში ისინი უფრო ყურადღებით იქნებიან.

„ყველა მომენტი, ყველა პასი, ყველა ვარდნა გადამწყვეტია და იგივეს თქმა ფსიქოლოგიურ ასპექტზეც შეიძლება. თამაშის საბოლოო ბედს ხშირად მცირე დეტალები წყვეტენ.

„ბელგიასთან ამტჩი ? ვფიქრობ, რომ იტალია ამ შეხვედრაში ფავორიტია, განსაკუთრებით თუ მათ დე ბრუინი და აზარი არ ეყოლებათ.“