Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტე:“ იუვენტუსმა მეტოქის მიმართ მეტი პატივისცემა უნდა გამოავლინოს“

იუვენტუსი – ინტერს განმეორებითი მატჩი კოპა იტალიაზე უგოლოდ დასრულდა და ტურინელებმა 2 მატჩის ჯამში 2 – 1 გაიმარჯვეს, ფინალში გავიდნენ და ხვალინდელ შეხვედრას დაელოდებიან, რომელშიც მეორე ფინალისტის ვინაობა ატალანტა – ნაპოლის მატჩში გაირკვევა.

მატჩის შემდეგ ანტონიო კონტესა და იუვენტუსის პრეზიდენტს ანდრეა ანიელის შორის მცირე დაძაბულობა იყო და კონტემ იუვენტუსს მეტი პატივისცემისკენ მოუწოდა.

„იუვენტუსმა სიმართლე უნდა თქვას, მეოთხე მსაჯმა ყველაფერი დაინახა და გაიგონა, თუ რა ხდებოდა მატჩის მსვლელობის დროს და დასრულების შემდეგაც კი.

„ისინი უფრო ზრდილობიანები უნდა იყვნენ, მათ უფრო მეტი სპორტსმენისთვის დამახასიათებელი საქციელის გამომჟღავნება და მომუშავე ადამიანების და მეტოქის პატივისცემა მართებთ.

„უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, ჩვენ დღეს საკმაოდ ბევრი მომენტი გვქონდა, რომელთა გამოყენებაც ვერ მოვახერხეთ და პირველ შეხვედრაში დაშვებული შეცდომების გამო დავისაჯეთ.

„დღეს კიდევ ერთი რთული შეხვედრა გვქონდა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ვეთამაშებოდით იუვენტუსს, რომელსაც დიდებული ფეხბურთელები ჰყავს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ტურინელები შევაშინეთ და ვთამაშობდით ისე, როგორც დიდ გუნდს შეესაბამება. ერიქსენმა და ლუკაკუმ ძალიან კარგად ითამაშეს.“